ირანი მაინინგის კომპანიებს ელექტროენერგიის მიწოდებას შეუწყვიტავს

0
1019

წელიწადის ამ დროს ირანში ელექტროენერგიის მოხმარება გაიზარდა. ამიტომ ენერგეტიკის სამინისტრომ გადაწყვიტა კრიპტოვალუტის მაინინგის ავტორიზებული ცენტრების ფუნქციონირება შეაჩეროს.

ირანის ქსელის მენეჯმენტის კომპანიის (Tavanir) გამგეობის თავმჯდომარემ და მმართველმა დირექტორმა, მუსტაფა რაჯაბი მაშადიმ განაცხადა, რომ ირანი კრიპტო მაინინგ ცენტრებს დახურავს, რათა თხევადი საწვავის მოხმარება ელექტროსადგურებში ტემპერატურის კლების ფონზე შეამციროს.

მაშადიმ აღნიშნა, რომ ირანის ხელისუფლებამ ეს ნაბიჯი ენერგიის მოხმარების შესამცირებლად გადადგა.

„ენერგეტიკის სამინისტრო გასული თვიდან ელექტროსადგურებში თხევადი საწვავის გამოყენების შესამცირებლად ზომებს იღებს, მათ შორის არის ლიცენზირებული კრიპტო კომპანიების ელექტრომომარაგების შეწყვეტა, ნათურების გამორთვა ნაკლებად სარისკო ადგილებში და მკაცრი ზედამხედველობა მოხმარებაზე“, – განაცხადა მუსტაფა რაჯაბი მაშადიმ.

აღმასრულებელმა ხელისუფლებამ ხაზი გაუსვა ქვეყანაში ენერგიის დაზოგვის მნიშვნელობას და მოუწოდა მოქალაქეებს მაქსიმალურად შეამცირონ ელექტროენერგიისა და გაზის მოხმარება.

როგორც ცნობილია, ირანში მოხმარებული საწვავის 70% შენობების გასათბობად გამოიყენება. სავარაუდოდ, ენერგიის დაზოგვის ახალი ზომები ენერგიის მოხმარებას მინიმუმ 40%-ით შეამცირებს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი