ინდოეთის პოლიციის კომისარი კრიპტო მომხმარებლებს თაღლითობის შესახებ აფრთხილებს

0
846

ინდოეთის პოლიციის კომისარი კრიპტოვალუტის თაღლითობის შესახებ საჯარო გაფრთხილებას გამოსცემს.

ჰაიდერაბადის ქალაქის პოლიციის სახელით კომისარმა, შიხა გოელმა კიბერდანაშაულის შესახებ გამართულ პრესკონფერენციაზე მოქალაქეები გააფრთხილა და მოუწოდა, რომ თუკი ციფრულ ვალუტაში ინვესტირებას განახორციელებენ, ამისათვის მხოლოდ ძველი, კარგად ნაცნობი და გამოცდილი ბაზრები და ვალუტები აირჩიონ.

თუმცა ის საბოლოო ჯამში მაინც ემხრობა კრიპტოვალუტის არაავტორზებულ საფულეში გადატანას. შიხა გოელმა ხაზი გაუსვა სხვადასხვა მეთოდს, რომელსაც თაღლითები ინვესტორების მოსატყუებლად აქტიურად იყენებენ.

მან აღიარა, რომ ინდოეთში კრიპტო მომხმარებლების საგრძნობი ზრდა ფიქსირდება. კომისარმა მომხმრებლები გააფრთხილა კრიპტო თაღლითობის ისეთ ხერხებზე, როგორიცაა, მაგალითად მოტყუებით ინვესტირების მოზიდვა.

შიხა გოელმა ასევე ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ უკვე 16 კრიპტო თაღლითობის შემთხვევა დაფიქსირდა.

The Hindu-სთან ინტერვიუში კომისარმა განაცხადა, რომ 16 კრიპტო თაღლითობის შემთხვევიდან 14 პირდაპირ კავშირში იყო ინვესტიციებთან და ვაჭრობასთან.

შეგახსენებთ, რომ ინდოეთის პარლამენტის ზამთრის სესიის დღის წესრიგში კრიპტოვალუტის აკრძალვის კანონპროექტი აღარ დგას.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი