შვეიცარიის ევანგელისტური ეკლესია შემოწირულობას ციფრულ ვალუტაში იღებს

0
2629

ციურიხის ევანგელისტურმა ეკლესიამ ნებაყოფლობითი ქველმოქმედების მიღება კრიპტოვალუტის საშუალებით დაიწყო. ეკლესია შემოწირულობებს ბიტკოინით, ბიტკოინ Cash-ით, ეთერიუმით, რიპლითა და სტელარ ლუმენით იღებს.

“მომავალში, ციფრული ვალუტა და Blockchain-ის ტექნოლოგია ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებას უფრო და უფრო შეცვლის. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ეს ტექნოლოგია მალე ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი გახდება. ოცი წლის წინ, არავის სჯეროდა, რომ ინტერნეტი ჩვენი ცხოვრებაში ასეთი მნიშვნელოვანი იქნებოდა”. – აღნიშნა ეკლესიის წინამძღოლმა ნიკოლას ლეგლერმა მედიასთან საუბარში.

ევანგელისტური ევროპული საინფორმაციო პორტალის ცნობით, აღნიშნული ეკლესია ზოგადად ახალი ტექნოლოგიების მიმართ ინტერესით გამოირჩევა. კრიპტოვალუტაში ფინანსების მიღებას ეკლესია ხსნის იმით, რომ შვეიცარიაში ინოვაცია – ციფრულ ვალუტას თავიდანვე გამოუჩნდა “მიმდევრები”. აღნიშნული ევანგელისტური ეკლესიია კი, ცდილობს თანამედროვე გამოწვევებს ფეხი აუწყოს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი