ირანის პრეზიდენტის აზრით, უნდა შეიქმნას ისეთი სახის ციფრული ვალუტა, რომელიც ქვეყანას აშშ-ს ეკონომიკური სანქციების დაძლევის საშუალებას მისცემს.
რამდენიმე დღის წინ მალაიზიაში ისლამურ კონფერენციაზე მოხსენებით გამოსვლის დროს ირანის პრეზიდენტმა, ჰასან როჰანმა მუსლიმულ ქვეყნებს მოუწოდა გაამყარონ ფინანსური და სავაჭრო თანამშრომლობა და შეამცირონ მათი ნდობა აშშ დოლართან დაკავშირებით.
როგორც პრეზიდენტი ამტკიცებს, აშშ-ს ეკონომიკური სანქციები არის სხვა ერების მიმართ ბულინგის მთავარი იარაღი. ჰასან როჰანმა მუსულმანურ ქვეყნებს შორის სპეციალური საბანკო და ფინანსური სისტემის დამკვიდრების შესახებ წინადადება წამოაყენა.
“მუსლიმურ სამყარომ ზომები უნდა მიიღოს, რათა თავი დააღწიოს შეერთებული შტატების დოლარისა და ამერიკული ფინანსური სისტემის გავლენას”,- აღნიშნა ირანის პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, რომ სექტემბერში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირანის მთავრობა კრიპტოვალუტის მაინინგის კომპანიების დარეგისტრირებას გეგმავდა.
მედიაში გავრცელებული დოკუმენტების თანახმად, ყველა კრიპტოვალუტის მაინინგის კომპანია ვალდებული იყო ოფიციალური რეგისტრაცია გაევლო.
დარეგისტრირების შემდეგ კომპანიები ლიცენზიას მიიღებდნენ. თუმცა ლიცენზიის მისაღებად კომპანიებს სრული ინფორმაცია უნდა წარედგინათ.
როგორც ცნობილი გახდა, ლიცენზიას ირანის ვაჭრობისა და მრეწველობის სამინისტროს გასცემდა.