ირანი კრიპტოვალუტით ტრანზაქციებთან დაკავშირებით 8 ქვეყანასთან მოლაპარაკებას აწარმოებს

0
1924

ირანი რვა ქვეყანასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, რათა ამ სახელმწიფოებთან კრიპტოვალუტით განახორციელოს ტრანზაქციები.

ამის შესახებ ინფორმაციას Tehran Times-ი ავრცელებს.

სტატიის მიხედვით, ირანს უკვე აქვს მოლაპარაკებები შვეიცარიასთან, სამხრეთ აფრიკასთან, საფრანგეთთან, გაერთიანებულ სამეფოსთან, რუსეთთან, ავსტრიასთან, გერმანიასთან და ბოსნიასთან.

ციფრული ვალუტით გადარიცხები, რა თქმა უნდა, ირანის ეროვნული კრიპტოვალუტით გადარიცხვებს გულისხმობს.

უნდა აღინიშნოს, რომ დაანონსებიდანვე პირდაპირ არ იყო ზუსტად გაცხადებული ირანის ეროვნული კრიპტოვალუტის ფუნქციები. როგორც ცნობილია, ამაზე საუბარი ახლო მომავალში განახლდება.

თუმცა, სტატიაში ისიც აღნიშნულია, რომ კრიპტოვალუტის ოპერაციების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყო იმისათვის, რომ ირანმა შეერთებული შტატების სანქციები გადალახოს.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის ნოემბერში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპა ირანის მიმართ სრულად აღადგინა ყველა სანქცია. სანქციები კი მანამდე 3 წლით ადრე იყო დამტკიცებული. სანქციების ძირითადი მიზანია აშშ-ს მხრიდან ირანული ნავთობის გამოყენების შემცირება.

ამასთანავე, აშშ-ს მთავრობის ადმინისტრაციამ გააფრთხილა კომპანიები, რომ მათ ჯარიმების გადახდა მოუწევდათ, თუკი აშშ-ს ხელისფულების მიერ შემოღებულ სანქციებს არ დაემორჩილებოდნენ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი