24 ნოემბერს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
1327

სამშაბათს, 24 ნოემბერს კრიპტოვალუტების ბაზარი სტაბილურობას ინარჩუნებდა. დღის განმავლობაში ფასების მცირე მატება დაფიქსირდა.

მთელი დღის განმავლობაში ბიტკოინის ფასის ნიშნული სტაბილურად გამოიყურებოდა. კრიპტოვალუტა ფასის ზრდის ტენდენციას აგრძელებდა. ბიტკოინის კურსი 18.950-სა და 19.000 დოლარს შორის მოძრაობდა.

უაკანასკნელი 7 დღის განმავლობაში ბიტკოინის ფასმა თითქმის 8%-ით მოიმატა. ბიტკოინის დომინირება ბაზარზე დაახლოებით 61.4%-ს შეადგენდა.

რაც შეეხება კაპიტალიზაციით მეორე უდიდეს კრიპტოვალუტას, ეთერიუმს: ეთერიუმის საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებოთ 68 მილიარდის ფარგლებში მოძრაობდა. 24 ნოემბერს, დღის ბოლოს, ეთერიუმის ფასი კი 598-დან 611 დოლარის ფარგელბში მერყეობდა.

ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ უკანასკნელი ერთი კვირის განმავლობაში ეთერიუმის ფასის ნიშნული დაახლოებით 25%-ით არის გაუმჯობესებული.

შეგახსენებთ რომ, CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 24 ნოემბერს, დღის ბოლოს, კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 573.3 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი