ინდონეზიაში დაფუძნებულმა უმსხვილესმა კომპანიამ კრიპტოვალუტის ბირჟა იყიდა.
ინდონეზიურმა ტექნიკურმა კომპანია PT GoTo Gojek Tokopedia Tbk-მ (GoTo) თავისი აქტივების დივერსიფიკაციის მიზნით PT Kripto Maksima Koin-ი, ადგილობრივი კრიპტო ბირჟა შეიძინა.
როგორც Reuters-ი იტყობინება, ქვეყნის უმსხვილესი ტექნიკური კომპანიის 100%-იანი წილების შეძენის ჯამმა 124,84 მილიარდი რუპია (8,38 მილიონი დოლარი) შეადგინა. ინდონეზიური მედიის ცნობით, გარიგება უკვე დასრულდა.
GoTo-მ არ გაამჟღავნა რაიმე კონკრეტული გეგმები PT Kripto Maksima Koin-ის შემდგომი განვითარებისთვის, მაგრამ ოფიციალურ განცხადებაში მისმა წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ ეს გარიგება კომპანიისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
PT Kripto Maksima Koin არის ერთ-ერთი 25 კრიპტო პლატფორმიდან, რომელიც ლიცენზირებულია ინდონეზიის სასაქონლო ფიუჩერსებით ვაჭრობის მარეგულირებელი სააგენტოს (BAPPEBTI) მიერ. მან ლიცენზია შედარებით გვიან, 2022 წლის 28 იანვარს მიიღო.
შეგახსენებთ, რომ ამ წლის დასაწყისში GoTo-მ პირველადი საჯარო შეთავაზება (IPO) ჩაატარა.