ტაილანდის მარეგულირებელმა Bitkub-ის მთავარი ოფიცერი დააჯარიმა

0
794

ტაილანდის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისიამ (SEC) განაცხადა სააღსრულებო ქმედებების შესახებ, რომელიც კრიპტოვალუტის ბირჟის Bitkub-ის მთავარი ტექნოლოგიების ოფიცრის წინააღმდეგ არის მიმართული. სავარაუდოდ, ოფიცერი ბოროტად იყენებდა ინფორმაციას Bitkub Coin-ის (KUB) შეძენის შესახებ.

ტაილანდის SEC-მა განცხადებაში აღნიშნა, რომ დააჯარიმა Bitkub-ის ტექნოლოგიის მთავარი ოფიცერი სამრეტ ვაჯანასათიანი 8,530,383 ბატით, რაც დაახლოებით 234,000 აშშ დოლარის ექვივალენტია. მარეგულირებელი აპირებს, რომ მას კრიპტო ფირმის აღმასრულებელი დირექტორის პოზიციაზე ყოფნა ერთი წლით შეუწყვიტოს.

ფინანსური მარეგულირებელი ამტკიცებს, რომ ვაჯანასათიანმა იყიდა დაახლოებით 61,000 აშშ დოლარის ღირებულების KUB ტოკენები გამოცხადებული გარიგების წინ, გარიგება კი გულისხმობდა Siam Commercial Bank-ის(SCB) მიერ კომპანიის 51%-იანი წილის შეძენას.

აღნიშნული წილი კი საკონტროლო უფლებებს ანიჭებს ბანკს და მოქმედებს მონეტის ფასზე. შედეგად ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა 101%-იანი მოგება ნახა.

„ბატონი ვაჯანასათიანის ქმედება არის დანაშაული KUB მონეტების ყიდვისას. ის არის პიროვნება, რომელმაც იცის ან ფლობს შიდა ინფორმაციას“, – განაცხადა SEC-მა.

ტაილანდურმა SEC-მა ასევე განაცხადა, რომ ვაჯანასათიანს ჯერ არ მოუწერია ხელი კრიპტოვალუტის ბირჟის გაყიდვის შესახებ, თუმცა დირექტორობის ან აღმასრულებელი საქმიანობის აკრძალვის ბრძანება ნებისმიერ შემთხვევაში შევა ძალაში სასამართლო გადაწყვეტილების შედეგად.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი