ნიუ-ჰემფშირის გუბერნატორი კრიპტოვალუტის სექტორის შესასწავლად კომისიას ქმნის

0
833

კრის სუნუნუმ, რომელიც 2017 წლიდან ნიუ-ჰემფშირის გუბერნატორის თანამდებობას იკავებს, კომისია დააფუძნა, რომელიც ციფრული ვალუტების გარშემო ტექნოლოგიებისა და კანონების გამოკვლევას ისახავს მიზნად.

ნიუ-ჰემფშირის გუბერნატორის ოფისმა განაცხადა, რომ ამ კომისიის შექმნის მიზეზი კრიპტოვალუტასა და Blockchain ტექნოლოგიაზე გაზრდილი მოთხოვნაა.

აღმასრულებელის ბრძანების თანახმად, კრიპტოკომისიას ექნება 180 დღე, რათა ნიუ-ჰემფშირის შტატის მთავრობის ოფიციალურ პირებს წარუდგინოს ანგარიში, რომელიც კრიპტოვალუტისა და ციფრული ვალუტის ინდუსტრიის ამჟამინდელი სტატუსის განხილვას შეეხება.

კომისიას ექნება უფლებამოსილება მოაწყოს საჯარო მოსმენები ინდუსტრიისა და მარეგულირებელი ექსპერტების მოსასმენად და გამოიტანოს დასკვნები კრიპტოვალუტის მარეგულირებელი კანონებისა და რეგულაციების როლთან დაკავშირებით.

კომისიას ასევე შეეძლება მსგავს კრიპტო ტექნოლოგიებთან დაკაშირებული სხვა ქვეყნების კანონპროექტები განიხილოს, რაც კომისიას სხვა ქვეყნების ეკონომიკური კონკურენტუნარიანობისა და შესაძლო ზემოქმედების დაბალანსებაში დაეხმარება.

კომისია დაკომპლექტებული იქნება სამი წევრისაგან, რომელთაგან თითოეულს ექნება სათანადო გამოცდილება, როგორც თეორიული ასევე პრაქტიკული.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი