30 ივნისს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

    კვირას, 30 ივნისს ციფრული ვალუტის ბაზარი მკვეთრად შემცირდა.

    ბიტკოინის კურსის ნიშნულმა 7.33%-ით დაიკლო. სავაჭრო საათების მიხედვით კი ბიტკოინის ფასი 11,103 დოლარზე დაფიქსირდა.

    Coin360-ის მიხედვით, კვირის განმავლობაში ბიტკოინის ფასი მხოლოდ 3.72%-ით იყო მომატებული.

    რაც შეეხება ეთერიუმს: ალტკოინის კაპიტალიზაციის მაჩვენებელი 31.5 მილიარდი დოლარია. რიპლის საბაზრო კაპიტალიზაცია კი გაცილებით ნაკლებს, 16.9 მილიარდ დოლარს შეადგენს.

    Coin360-ის მონაცემების მიხედვით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ეთერიუმის ფასი დაახლოებით 3.12%-ით შემცირდა. ამ ეტაპზე ალტკოინის ფასი 296 დოლარს შეადგენს. კვირის განმავლობაში კი ეთერიუმის კურსი თითქმის 4.5%-ით არის შემცირებული.

    შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 30 ივნისს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 337 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

    Leave a Reply

    Your email address will not be published. Required fields are marked *