ჰაკერების ჯგუფი ბელარუსის პრეზიდენტის მოპარული პასპორტის NFT-ის გაყიდვას ცდილობენ

0
1164

ჰაკერები ბელორუსის ლიდერის სავარაუდო მოპარული პასპორტის NFT გაყიდვას ცდილობენ.

აქტივისტების ჯგუფი, სახელწოდებით „ბელორუსის კიბერპარტიზანები“, ცდილობდნენ გაეყიდათ NFT, რომელშიც გამოსახულია ბელორუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს პასპორტის ინფორმაცია.

ბელორუსი კიბერპარტიზანები აცხადებენ, რომ ეს ნაბიჯი არის ფონდების მოზიდვის კამპანიის ნაწილი მინსკისა და მოსკოვის რეჟიმების წინააღმდეგ.

წევრები აცხადებენ, რომ გატეხეს სამთავრობო მონაცემთა ბაზა, რომელსაც აქვს ბელორუსის ყველა მოქალაქის პასპორტის ინფორმაცია, რაც მათ საშუალებას აძლევს შექმნან NFT კოლექცია სახელწოდებით Belarisuan Passports, რომელიც მათ შორის მოიცავს პრეზიდენტი ლუკაშენკოს პასპორტის ინფორმაციასაც.

ზოგიერთი ექსპერტი აცხადებს, რომ აღნიშნული მონაცემები არასწორია, რადგან სიტყვა „რესპუბლიკა“-ში არის შეცდომა, ასევე „ალექსანდრეც“ არასწორად წერია.

ჰაკერებმა Twitter-ზე განაცხადეს, რომ ისინი ცდილობდნენ გაეყიდათ NFT კოლექცია ლუკაშენკოს დაბადების დღეზე OpenSea ბაზრის მეშვეობით.

თუმცა, მათ განაცხადეს, რომ გარკვეული მიზეზების გამო გაყიდვა გადაიდო და ახლა სხვა ვარიანტებს განიხილავენ:

„დიქტატორს დღეს დაბადების დღე აქვს – დაგვეხმარე, რომ ეს დღე ჩავუშალოთ მას! ამას კი ჩვენი ხელოვნების ნიმუშის ყიდვით მოახერხებთ.“

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი