ინდოეთი: კრიპტოვალუტის ბირჟებმა მომხმარებლის მონაცემები 5 წლის ვადით უნდა შეინახონ

0
840

ინდოეთის კომპიუტერულ გადაუდებელ სიტუაციებზე რეაგირების ჯგუფმა (CERT-in), რომელიც ელექტრონიკისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სამინისტროს ექვემდებაება, ცოტა ხნის წინ ახალი დირექტივა გამოსცა, რომელიც კრიპტო ბირჟებს, ვირტუალური კერძო ქსელის (VPN) პროვაიდერებს და მონაცემთა ცენტრებს აიძულებს მომხმარებელთა მონაცემების ფართო სპექტრი შეინახონ.

ახლად გამოცემული დირექტივის თანახმად, ინდოეთში მოქმედი კრიპტო ბირჟებს მოეთხოვებათ შეინახონ ხუთი წლის ვადით მომხმარებლების სახელები, საკუთრების შაბლონები, საკონტაქტო ინფორმაცია და სხვადასხვა მონაცემი.

Crypto Exchanges და VPN სერვისების პროვაიდერებს ასევე მოეთხოვებათ შეატყობინონ ნებისმიერი კიბერ ინციდენტი მისი დაფიქსირებიდან ექვსი საათის განმავლობაში და შეკვეთისთანავე უნდა გადასცენ შეგროვებული მონაცემები ხელისუფლებას.

„CERT-In-ის ბრძანებით, კიბერ ინციდენტთან რეაგირების, კიბერ ინციდენტებთან დაკავშირებული დამცავი და პრევენციული ქმედებების მიზნებისთვის, სერვისის პროვაიდერს ევალება მიიღოს ზომები ან მიაწოდოს ინფორმაცია ან რაიმე ასეთი დახმარება გამოყოს CERT-In-ისთვის”,- ნათქვამია ოფიციალურ დირექტივაში.

ახალი დირექტივები ძალაში 22 ივნისს შევა, რამაც შესაძლოა, მრავალ პროვაიდერსა და კონფიდენციალურობაზე ორიენტირებული კრიპტო პლატფორმას, რომლებიც არ აგროვებენ ან არ ინახავენ მომხმარებლის მნიშვნელოვან მონაცემებს, დახურვისკენ უბიძგოს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი