კვირის შეჯამება: ფასების ანალიზი

0
1856

კვირას ციფრული ვალუტის ფასები მკვეთრად გაუმჯობესდა.

ბიტკოინი

ბიტკოინს აქვს კურსის ზრდის პოტენციალი. თუკი კრიპტოვალუტა ფასის 7.500 დოლარამდე გაზრდას შეძლებს ეს კურსის მკვეთრი ზრდის ტენდენციის მაჩვენებელი იქნება.

თუმცა იმ შემთხვევაში, თუ ბიტკოინის ფასი დაიკლებს მოსალოდნელია, რომ კურსმა 6.480-სა და 6.700 დოლარს შორის იმოძრაოს. თუმცა კურსის კიდევ უფრო კლების შემთხვევაში ბიტკოინის ფასი შესაძლოა, 4.914 დოლარის დონემდეც კი ჩამოვიდეს.

თუმცა ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ უკვე კვირეებია ბიტკოინი 5.800 დოლარის ზღვრამდე არ ჩამოდის და პოზიციებს ინარჩუნებს.

ეთერიუმი

გასული ორი დღის განმავლობაში ეთერიუმის ფასი მკვეთრად გაიზარდა. ამ ეტაპზე ალტკოინის კურსი 190-სა და 198 დოლარს შორის მერყეობს.

თუკი ეთერიუმმა ზრდის ტენდენცია აჩვენა მოსალოდნელი დონეებია ჯერ 225 შემდეგ კი 256 დოლარი.

თუმცა ანალიტიკოსების პოზიტიური პროგნოზი არ გამართლდება, თუ ეთერიუმის ფასი შემცირებას დაიწყებს.

ასეთ დროს ექსპერტები ვარაუდოებენ, რომ ალტკოინის ფასი 146-სა და 160 დოლარს შორის იმოძრვებს.

ანალიტიკოსები ტრეიდერებს ურჩევენ, რომ მხოლოდ ფასის მომატების დროს დაიწყონ ვაჭრობა.

რიპლი

რიპლი 0.28-სა და 0.33 დოლარს შორის განაგრძობს ვაჭრობას. წარმატების შემთხვევაში რიპლის ფასი 0.33 დოლარის ზღვარს გადასცდება. რიპლი მკვეთრ ზრდის ტენდენციას მაშინ აჩვენებს, როცა ფასი 0.38 დოლარამდე გაიზრდება.

თუმცა იმ შემთხვევაში, თუ ალტკოინის ფასი დაიკლებს მომდევნო დონე 0.27 იქნება, შემდეგ კი – 0.24 დოლარი.

ანალიტიკოსები ელოდებიან, რომ რიპლის ფასი 0.45-სა და 0.57 დოლარს შორის დაიწყებს მოძრაობს. სწორედ ამ დროს რეკომენდირებენ ვაჭრობასაც.

ბიტკოინ Cash-ი

ბიტკოინ Cash-ის კურსი 255-სა და 335 დოლარს შორის მერყეობს. ანალიტიკოსების პროგნოზის მიხედვით, ალტკოინის სამიზნე ფასი 424 დოლარია.

თუმცა არსებობს კურსის შემცირების შანსიც. თუკი კრიპტოვალუტის ფასი შემცირდება მოსალოდნელია, რომ ბიტკოინ Cash-ის კურსი 255-სა და 227 დოლარს შორის იმოძრავებს.

ანალიტიკოსები მხოლოდ ფასის მატების დროს რეკომენდირებენ ვაჭრობას.

ლაიტკოინი

კვირა საღამოს მონაცემებით ლაიტკოინის ფასი 87 დოლარს შეადგენს. ალტკოინი შეეცდება 91 დოლარის ზღვარი დასძლიოს. თუკი ეს მოახერხა მაშინ შემდეგი სამიზნე ფასი 158 დოლარი იქნება.

თუმცა იმ შემთხვევაში, თუ ლაიტკოინის კურსი დაიკლებს მოსალოდნელი დონე 66 დოლარი იქნება.

ანალიტიკოსები ტრეიდერებს ურჩევენ, რომ ფასის მომატებას დაელოდონ და ისე განახორციელონ ვაჭრობა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი