ინდოეთის კრიპტოვალუტის სფერო უზენაესი სასამართლოს განაჩენს ელოდება

0
1867

ინდოეთის უზენაესმა სასამართლომ ორი კვირის ვადაში კრიპტოვალუტასთან დაკავშირებით ოფიციალური დასკვნა უნდა წარმოადგინოს.

ამის შესახებ The Economic Times-ი იტყობინება.

მრავალჯერადი შეფერხების შემდეგ სასამართლომ საბოლოოდ გამართა მოსმენა კრიპტოვალუტის სტატუსის განსაზღვრის შესახებ. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ სარჩელი ინდოეთის კრიპტო საზოგადოებამ ცენტრალური ბანკის წინააღმდეგ შეიტანა. საქმე ეხება ინდოეთის ცენტრალური ბანკის წინადადებას, რომელიც ქვეყანაში მოღვაწე ბანკებს კრიპტოვალუტის სფეროსთან ყველანაირი სახის ურთიერთობას უკრძალავდა.

ნექალ დივაინმა, რომელიც არის ცხრა კრიპტოვალუტის ბირჟის მრჩეველი, განაცხადა, რომ ცენტრალურ ბანკს არ ჰქონდა საფუძვლიანი საბაბი ბიტკოინისა და ზოგადად, კრიპტოვალუტის განვითარებისთვის ხელის შეშლის.

დევაინის საპროცესო განაცხადის საპასუხოდ, ცენტრალური ბანკის ადვოკატმა შემი დაივენმა განუცხადა სასამართლოს, რომ ცენტრალური ბანკი აპირებდა კრიპტოვალუტის ამა თუ იმ სახით გამოყენების შეჩერებას.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ინდოეთის კრიპტოვალუტის სფეროს წარმომადგენლები მთავრობასთან სასაუბროდ ემზადებოდნენ. მთავრობასთან დისკუსიის მთავარ თემას კრიპტოვალუტისთვის ლეგალური სტატუსის მინიჭება და შემდეგ უკვე სათანადო გარემოს შექმნა წარმოადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი