ინდოეთის ფინანსთა მინისტრი: ხელისუფლება ციფრულ ვალუტას ლეგალურად არ სცნობს

0
2144

ამ კვირაში ინდოეთის ფინანსთა მინისტრმა ეირან ჯაითლიმ აღნიშნა, რომ მთავრობა კრიპტოვალუტას, როგორც იურიდიულ განაცხადს არ სცნობს. ჯაითლიმ ასევე განაცხადა, რომ ინდოეთის ხელისუფლება ციფრული ვალუტის კრიმინალური გადარიცხვების თავიდან აცილების მიზნით ზომებს მიიღებს. გარდა ამისა, მთავრობა ცდილობს კრიპტოვალუტების ვაჭრობაც შეამციროს.

“ინდოეთის ხელისუფლება კრიპტოვალუტას არ სცნობს იურიდიულ ნორმად. ამიტომ, მთავრობა ყველა ზომას მიიღებს, რათა ციფრული ვალუტა არაკანონიერ საქმიანობასა ან გადახდის სისტემაში არ გამოიყენებოდეს”.- განაცხადა ჯაითლიმ.

მრავალი წამყვანი მედიასაშუალება იუწყება, რომ ფინანსთა მინისტრის შენიშვნები ინდოეთში კრიპტოვალუტის გამოყენების შესახებ მოსალოდნელ აკრძალვას უკავშირდება. “ხელისუფლების პოზიცია ნათელია, ჩვენ არ ვაღიარებთ კრიპტოვალუტას კანონიერ ვალუტად” – ჯერ კიდევ ნოემბერში აცხადებდა ეირან ჯაითლი.

მიუხედავად იმისა, რომ ფინანსთა მინისტრის კომენტარები კრიტოვალუტის გამოყენების შესახებ გარკვეულ “შემაკავებელ ქმედებებს” გულისხმობდა მის განცხადებაში არავითარი მითითება არ ყოფილა, რომ ინდოეთის მთავრობა შეეცდებოდა აეკრძალა ბიტკონის გამოყენება სპეკულაციური აქტივის კონტექსტში.

შედარებით ნეიტრალური პოზიცია უჭირავს საერთაშორისო პროფესიული სერვისების “Ernst & Young”-ის ინდოეთის ოფისის ხელმძღვანელს კარიკ შინდეს, რომელმაც განაცხადა, რომ “ბიტკოინისა და სხვა კრიპტოვალუტებში ინვესტირებისას მომხმარებელი თავისუფალია. რაც შეეხება ხელისუფლებას, მთავრობა აქტიურ ზომებს იღებს თაღლითობისა და უკანონო ტრანზაქციების აღსაკვეთად”.

ინდოეთის გადასახადების ცენტრალური კომიტეტის თავმჯდომარე სუში ჩანდრამ კი, განაცხადა, რომ ბევრი კრიპტოვალუტის ინვესტორი არ იხდის გადასახადებს.

კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებების შემდეგ 9 კრიპტოვალუტის ბირჟის მონაცემები გასაჯაროვდა. ანგარიშის თანახმად, 17 თვის მანძილზე 3.5 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტის ბრუნვა გამოვლინდა.

“ჩვენ ინვესტორების მიმართ გარკვეული შენიშვნები გვქონდა. თუმცა, ბევრმა მათგანმა გაითვალისწინა შენიშვნები და გადასახადების გადახდას დათანხმდა”. – აღნიშნა სუში ჩანდრამ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი