ფილიპინები კრიპტოვალუტების ტრანზაქციებზე რეგულაციას აწესებს

0
2215

ფილიპინების ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისარმა ემილიო აქუინომ აღნიშნა, რომ ამჟამად, მუშაობა კრიპტოვალუტების ტრანზაქციების მართვის მიზნით რეგულაციებზე მიმდინარეობს.

კომისარმა აქუინომ, ისიც, აღნიშნა, რომ რეგულაციების შესახებ ფილიპინების კომისია ამერიკელ და ავსტრალიელ კოლეგებთან ერთად მუშაობს. ემილიო აქუინომ ხაზგასმით განაცხადა, რომ ინვესტორების დაცვა კომისიის მთავარი მიზანია. “ჩვენ გვინდა, რომ გარკვეული რეგულაციები შევიმუშაოთ, რათა ინვესტორები ამ ახალ სივრცეში გაცილებით უსაფრთხოდ გრძნობდნენ თავს”.

მიუხედავად იმისა, რომ კომისრის თქმით, კანონმდებლობა, ამჟამად, “შედგენის ეტაპზეა” მან დაანონსა, რომ რეგულაცია წლის განმავლობაში შემუშავდება.

ფილიპინების ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისია კომპანიებს ნებას რთავს ICO-თი ისარგებლონ, მხოლოდ იმ პირობით, რომ მათი ქმედება შესაბამისობაში იქნება რეგისტრაციის მოთხოვნებთან. “კომისია ყოველთვის ინოვაციების მომხრეა, მაგრამ აუცილებელია მომხმარებლის რეგისტრაცია. სამწუხაროდ, ბევრი შემთხვევა იყო, როდესაც ICO-ს პრომოუტერები მოულოდნელად აორთქლდენენ”- აღნიშნა აქუინომ.

როგორც ჩანს, ფილიპინები სამხრეთ კორეის მსგავსად “მომხმარებლის იდენთიფიკაციის” მექანიზმის შემოღებას აპირებს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი