ესტონეთის მარეგულირებლის ლიცენზია სამხრეთ ამერიკულმა ბირჟამ მიიღო

0
1565

2016 წელს ჩილეში დაფუძნებული კრიპტო სავაჭრო პლატფორმა CryptoMarket–მა ესტონეთის მარეგულირებლის ლიცენზია მოიპოვა. ლიცენზიის მოპოვებით ბირჟა უზრუნველყოფს კლიენტების მომსახურებას: კრიპტო აქტივების შეძენასა და რეალიზაციას.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბირჟას 150 000 მომხმარებელი ჰყავს. იგი ოპერირებს ჩილეში, ბრაზილიაში, არგენტინასა და ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში.

ლიცენზიის მოპოვებამდე ბირჟა დაექვემდებარა აუდიტს, რაც პირველ რიგში გულისხმობდა CryptoMarket-ის უსაფრთხოების სისტემის შემოწმებას. ბირჟას უნდა ჰქონოდა დანერგილი შემოწმების სისტემა: “იცნობდე შენს მომხმარებელს”. ამასთანავე, აუცილებელი იყო ფულის გათეთრების წინააღმდეგ საჭირო სისტემის უზრუნველყოფაც.

უნდა აღინიშნოს, რომ გასულ წელს ესტონეთმა კრიპტოვალუტის ვაჭრობასთან დაკავშირებით ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის რეგულაციები გაამკაცრა.

”ლიცენზიის მოპოვება რთული სამუშაო იყო CryptoMarket-ისთვის, მაგრამ შედეგი გარანტირებულია,” – განაცხადა ციფრული ვალუტის ბირჟის წარმომადგენელმა, დენის ვალდივიამ.

შეგახსენებთ, რომ CryptoMarket-ი რეგიონში მოქმედი ლათინური ამერიკის კრიპტო კომპანიების ჯგუფის წევრია.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი