იაპონიის ფინანსური მომსახურეობის სააგენტომ არარეგისტირებული ბირჟების შემოწმება დაიწყო

0
2345

იაპონიის ფინანსური მომსახურების სააგენტო კრიპტოვალუტის 15 ბირჟის შემოწმებას გეგმავს. ამჟამად, ბირჟები მთავრობის მხრიდან რეგისტრაციის მიღების უფლებას ელოდებიან. რეგისტრაციის გაჭიანურება ჰაკერების მიერ Coincheck-ზე თავდასხმას უკავშირდება, საიდანაც 26 იანვარს ჰაკერებმა დაახლოებით, 530 მილიონი დოლარი მოიპარეს.

ინფორმაციას ადგილობრივი გამოშვება The Japan Times-ი ავრცელებს.

2017 წლის აპრილში იაპონიამ ბიტკოინი გადახდის ლეგალურ საშუალებად აღიარა. ამასთანავე, სავალდებულოა, რომ იაპონიაში მომუშავე კრიპტობირჟები მთავრობის მიერ ოფიციალურად რეგისტრირებულები იყვნენ. კრიპტობირჟები, რომლებიც იაპონიაში 2017 წლის აპრილამდე მუშაობდა რეგისტრაციის გავლის შემდეგ, საქმიანობის გაგრძელების უფლება მიეცათ, წერს The Japan Times-ი.

Coincheck-ი, რომელიც არ იყო რეგისტრირებული, მაგრამ ჰაკერების თავდასხმის დროს “დაკვირვების” ქვეშ იყო, მომხამრებელთა დაცვის მიზნით, 2 თებერვალს ფინანსური მომსახურეობის სააგენტოს მიერ შემოწმდა.

ფინანსური მომსახურეობის სააგენტომ დაავალა კრიპტოვალუტის ყველა ბირჟას, რომ წარადგინოს რისკების მართვის სისტემის ანაგარიში. 16 რეგისტრირებული და 15 არარეგისტრირებული ბირჟების ანგარიშების მიღების შემდეგ, სააგენტომ არარეგისტრირებულ ბირჟებს ზედამხედველობა დაუწესა. რაც შეეხება Coincheck-ს, ბირჟამ საკუთარი ანაგრიში კომისიას უკვე მიაწოდა.

ფინანსური მომსახურეობის მინისტრმა ტარო ასომ განაცხადა, რომ ბირჟაზე ზედამხედველობისას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა კომპიუტერული სისტემის უსაფრთხოებასა და მომხმარებელთა აქტივების მართვას.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი