ციფრული ვალუტის ბაზარი გაუმჯობესდა

0
1204

ოთხშაბათს, 13 ოქტომბერს ციფრული ვალუტების ბაზარი ოდნავ გაიზარდა.

დღის განმავლობაში ბიტკოინის ფასი 57.365 დოლარის ზემოთ მოექცა. უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში ბიტკოინის კურსი 1.72%-ით გაუმჯობესდა.

კვირის განმავლობაში კი ბიტკოინის კურსის მატების მაჩვენებელი 3.72%-ს შეადგენს. ანალიტიკოსების მოსალოდნელი პროგნოზი კვლავ 60.000 დოლარია.

რაც შეეხება ეთერიუმს: ეთერიუმი ბაზრის კაპიტალიზაციით მეორე ადგილს კვლავ ინარჩუნებს. ალტკოინის კაპიტალიზაციის მაჩვენებელი 423 მილიარდ დოლარს შეადგენს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბიტკოინის კაპიტალიზაციის მაჩვენებელმა ტრილიონს გადააჭარბა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში ეთერიუმის კურსი დაახლოებით 2.36%-ით გაიზარდა. დღის განმავლობაში კი ალტკოინის ფასის ნიშნული 3.590 დოლარის ფარგლებში მერყეობდა.

კვირის განმავლობაში ეთერიუმის ფასის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად არ შეცვლილა.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 13 ოქტომბერს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 2 ტრილიონ 364 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი