ტაილანდის მარეგულირებელს უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ახალი მოთხოვნა აქვს

0
969

ტაილანდის ფინანსური მარეგულირებელი კრიპტოვალუტების ბირჟებზე მონიტორინგს ამკაცრებს.

Bangkok Post-ის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყნის ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის სააგენტომ განაცხადა, რომ ივლისიდან კრიპტო ბირჟებმა პირადად უნდა გადაამოწმონ ახალი მომხმარებლების ვინაობა “dip-chip” აპარატის გამოყენებით.

მიუხედავად იმისა, რომ ახალ მომხმარებლებს ბირჟაზე ვაჭრობის დაწყებამდე შეუძლიათ დაადასტურონ თავიანთი პირადობა, ონლაინ დოკუმენტაციის წარდგენით, dip-chip აპარატები დაასკანერებენ ტაილანდის მოქალაქის პირადობის მოწმობებში ჩიპს, რაც გულისხმოს გადამოწმების პროცესში მეტ ჩართულობასა და უსაფრთხოებას.

ახალმა წესებმა ასევე შეიძლება ხელი შეუშალოს უცხოელ ინვესტორებს, რომლებსაც არ აქვთ ტაილანდური პირადობის მოწმობები.

რეგულაციების გამკაცრება გამოიწვია ტაილანდში კრიპტო ბირჟების მუშაობის გააქტიურებამ, რამაც საგრძნობლად გაზარდა მომხმარებლის რაოდენობა.

2020 წლის ბოლოსთვის დაფიქსირებული სტატისტიკა 160,000 მომხმარებელს ითვლიდა. დღესდღეობით კი ეს რიცხვი 700,000-მდე არის გაზრდილი.

აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი ოქროს სავაჭრო ობიექტი, რომელიც მდებარეობს ქვეყნის დედაქალაქ ბანგკოკში, უკვე იყენებს dip-chip აპარატებს პირადობის გადამოწმების მიზნით.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი