იაპონიის ფინანსური მარეგულირებლის ინიციატივით, კომპანიებს პირველადი მონეტარული შეთავაზების (ICO-ს) შესახებ ახალ წესებს გააცნობენ.
ამის შესახებ ადგილობრივი საინფორმაციო გამოშვება იტყობინება.
გამოშვების მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ICO-ს ბიზნეს ოპერატორებს იაპონიის ფინანსური სერვისების სააგენტსოთან დარეგისტრირება მოეთხოვებათ.
თავის მხრივ, სააგენტო იტყობინება, რომ საპროცენტო განაკვეთების, ვაჭრობისა და საგადახდო მომსახურების კანონპროექტების გადასინჯვა საპარლამენტო სესიებზე იანვარში დაიწყება.
მარეგულირებელი აცხადებს, რომ რეგულაცია უპირველესად ინვესტორთა დაცვას ემსახურება. ამასთანავე, რამდენიმე თვის წინ მედია აქტიურად წერდა იაპონიის რეგულაციების შესახებ. სტატიებში აღნიშნული იყო, რომ იაპონიას მკაფიო რეგულაციები ICO-სთან დაკავშირებით არ ჰქონდა.
გასული წლის აპრილში ძალაში შევიდა ბიტკოინის დაბეგვრის კანონი, თუმცა ეს კანონი ICO-ს სამართლებრივ სტატუსს არ განსაზღვრავდა.
შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ აპრილში იაპონიის უნივერსიტეტის კვლევითმა ჯგუფმა ICO-ს რეგულაციის ზოგადი სტანდარტები შეიმუშავა. მთავრობის მიერ დაფინანსებული სასწავლო ჯგუფის ე.წ. სახელმძღვანელო პრინციპების ჩამონათვალი მოიცავდა: ფულის გათეთრების საწინააღმდეგო წესებს და ინვესტორების იდენტიფიცირებას.