იაპონიის მარეგულირებელი კრიპტოვალუტის ტრანზაქციების დაბეგვრის საკითხს განიხილავს

0
2460

იაპონიის ფინანსთა მინისტრს ეჭვი ეპარება, რომ საზოგადოება კრიპტოვალუტის დაბეგვრის საკითხს დაეთანხმება.

სენატორი ფუჯიმაკიმ იაპონიის პრემიერ-მინისტრს, ტარო ასოს ჰკითხა, რომ შესაძლებელი იყო თუ არა, რომ კრიპტოვალუტის ტრანზაქცების დაბეგვრა განცალკევებით მომხდარიყო და არ ყოფილიყო შერეული ტრადიციულ შემოსავლებთან.

პრემიერ-მინისტრის თქმით, დაბეგვრის საკითხი ჯერჯერობით მსჯელობის საგანია.

მიმდინარე საგადასახადო განაკვეთი კრიპტოვალუტის ტრანზაქციისთვის მაქსიმუმ 55%-იან დაბეგვრას გულისხმობს მაშინ, როცა ბირჟაზე ტრადიციული ვალუტით ვაჭრობის დროს ტრანზაქციები 20%-ით იბეგრება.

იმავე შეხვედრაზე, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საერთაშორისო საფინანსო სექტორის დამოკიდებულება კრიპტოვალუტის მიმართ გაურკვეველია.

მან ასევე ისაუბრა Blockchain ტექნოლოგიის განვითარების მნიშვნელობის შესახებაც. თუმცა იქვე დასძინა, რომ ტექნოლოგიის მხარდაჭერა შეიძლება საკამათო იყოს იმის გათვალისწინებით, რომ კრიპტოვალუტა ამ ტექნოლოგიით ფუნქციონირებს.

შეგახსენებთ, რომ იაპონიის ფინანსური მომსახურების სააგენტომ გასულ კვირას აქტიური ღონისძიებები გაატარა ბირჟების მარეგულირებელი სტრუქტურის მიმართულებით. ცვლილებები, ამ შეთხვევაში, Bithumb-ზე ჰაკერების თავდასხმას უკავშირდებოდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი