იაპონელი ფეხბურთელი საკუთარ კრიპტოვალუტას ქმნის

0
1117

კრიპტოვალუტისა და Blockchain გლობალური საფეხბურთო საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი ახალი ამბავი გავრცელდა.

იაპონური ფეხბურთის ვარსკვლავი კეისუკე ჰონდა საკუთარი კრიპტოვალუტის გამოშვებაზე მუშაობს.

კეისუკე ჰონდამ, ყოფილმა ნახევარმცველმა და ამჟამად ბრაზილიის პროფესიონალური ლიგის გუნდის “ბოტაფოგოს” კაპიტანმა, საკუთარი ციფრული ვალუტის გამოშვება დაიწყო თავის გულშემატკივრებთან ახალი კავშირების შესაქმნელად.

ამის შესახებ ინფორმაციას იაპონური მედია ავრცელებს.

ე.წ. “KSK Honda Coin-ი” ჩაეშვა და ოპერირება დაიწყო Rally.io-ს საშუალებით, Blockchain-ის პლატფორმაზე, ვიდეო ნაკადის და სათამაშო პროგრამების შესაქმნელად.

ახალი მონეტა გამიზნულია იმისთვის, რომ თაყვანისმცემლებს შეეძლოთ ჰონდასთან უშუალო და მარტივად ხელმისაწვდომი ურთიერთობა.

KSK Honda სიმბოლოს მფლობელებს შეეძლებათ მიიღონ ექსკლუზიური შეთავაზებები ჰონდასგან და ასევე დაუკავშირდნენ მოთამაშეს კერძო არხების საშუალებით Discord–ზე.

”ჩვენ გადავწყვიტეთ, შეგვექმნა სოციალური შინაარსის მქონე მონეტა, რათა ახალი კავშირები გაგვემყარებინა ჩვენს ყველაზე ერთგულ თაყვანისმცემლებთან,” – აღნიშან ფერხბურთელმა.

შეგახსენებთ რომ, ინგლისის საფეხბურთო კლუბის, ლივერპულის ყოფილი ფეხბურთელი მაიკლ ოუენი სინაგაპურში დაფუძნებულ კრიპტოვალუტის სავაჭრო ბირჟა GCOX-თან პარტნიორობს.

პარტნიორობის მიზანი ფეხბურთელის სახელობის მონეტის OWN coin-ის შექმნა იყო.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი