იაპონიის მარეგულირებელი ბირჟების რეგისტრაციაზე კონტროლს აძლიერებს

0
2616

იაპონიის ფინანსური მარეგულირებელი, ფინანსური მომსახურების სააგენტო აცხადებს, რომ კრიპტოვალუტის ბირჟების რეგისტრაციაზე კონტროლს უფრო მეტად აძლიერებს.

ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

ფინანსურმა მარეგულირებელმა ქვეყნის კანონმდებლობაში რამდენიმე ახალი მუხლის შეტანაზე ინიციატივა გამოიჩინა. ფინანსური მომსახურების სააგენტო ასევე მოითხოვს კრიპტოვალუტის ბირჟების საბჭოს სხდომების ჩანაწერებს, ასევე კომპანიის აქციონერთა შემადგენლობის, რათა შემოწმდეს ხომ არ არიან დაკავშირებულნი კრიპტობიზნესმენები რაიმე საეჭვო გარიგებებთან.

Japan Times-ის ცნობით, კრიპტოვალუტის ბირჟებმა აუცილებლად უნდა წარადგინონ საბჭოს სხდომების ოქმები, რათა შემოწმდეს როგორ მიმდინარეობს, რა სარგებელი მოაქვს და ზოგადად, არის თუ არა საკმარისი ის დისკუსიები, რომლებიც კომპანიის ფინანსური მდგრადობის შენარჩუნების მიზნით იმართება.

შეგახსენებთ, რომ იანვრში Coincheck-ზე ჰაკერების თავდასხმის შემდეგ იაპონიის ფინანსურმა მარეგულირებელმა კრიპტოვალუტების ბირჟების ფინანსური შესწავლა დაიწყო.

ამასთანავე, ცოტა ხნის წინ Reuter-თან მიცემულ ინტერვიუში იაპონიის ფინანსური მომსახურების სააგენტოს კომისარმა ტოშიჰაიდე ენდომ აღნიშნა, რომ სააგენტოს მიზანს წარმოადგენს კრიპტოვალუტის ინდუსტრიის განვითარებაზე ზრუნვა. თუმცა მან იქვე დასძინა, რომ ეს თავის მხრივ, მოითხოვს ერთგვარი ბალანსის შენარჩუნებას მომხმარებელთა დაცვასა და ტექნოლოგიურ ინოვაციებს შორის.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი