კვირის შეჯამება: ფასების ანალიზი

0
2654

კრიპტოვალუტების კურსი ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში აშკარად გაუმჯობესებულია. ეთერიუმის ფასი ნელ-ნელა 300 დოლარის ნიშნულს უახლოვდება.

ბიტკოინი

ბიტკოინის კურსმა დასძლია 6.995 დოლარის ზღვარი. ახალ საუბარია იმაზე, რომ კრიპტოვალუტის ფასი 7.127 დოლარის ნიშნულს უნდა ასცდეს. თუკი ბიტკოინის კურსი ზრდის ტენდენციას აჩვენებს მოსალოდნელია, რომ კრიპტოვალუტის ფასი 7.504 დოლარის ნიშნულამდე გაიზარდოს.

ამის შემდეგ კი მოსალოდნელი დონე 7.940 დოლარი იქნება. ანალიტიკოსები ტრეიდერებს ურჩევენ, რომ როგორც კი ფასი მოიმატებს მაშინ განახორციელონ ვაჭრობა და შემდეგ უკვე დიდი ხნის მანძილზე შეინარჩუნონ პოზიციები.

თუმცაღა, თუკი ბიტკოინის კურსი შემცირებას დაიწყებს მაშინ, მოსალოდნელია, რომ კრიპტოვალუტის კურსმა 5.900-სა და 6.955 დოლარს შორის იმოძრაოს. ბიტკოინის კლების ტენდენცია შენარჩუნდება მაშინ, თუკი კრიპტოვალუტის კურსი 5.900 დოლარის დონეზე უფრო დაბლა მოექცევა.

ეთერიუმი

ეთერიუმის კურსი ცოტა ხნის წინ საკმაოდ შემცირებული იყო, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ კრიპტოვალუტის ფასი ნელ-ნელა იმატებს და 300 დოლარის ნიშნულს უახლოვდება.

ისევ ძალაში რჩება 358 დოლარის მაჩვენებელი. ეს კი მხოლოდ იმ შემთხვევაში დაფიქსირდება, თუ ეთერიუმის კურსი 300 დოლარს მიაღწევს. თუმცა, თუკი ეთერიუმის ფასი კვლავ კლების ტენდენციას აჩვენებს მოსალოდნელი ნიშნული 249 დოლარი იქნება.

რიპლი

რიპლის კურსი კვლავაც საკმაოდ მერყევია. თუმცა გაუმობესების მაჩვენებელი შეიმჩნევა. ამ ეტაპზე, კრიპტოვალუტის ღირებულება 0.34 დოლარს შეადგენს. მოსალოდნელია, რომ ფასმა მეტად აიწიოს და 0.5 დოლარის ნიშნულზე შეჩერდეს.

ანალიტიკოსები იმასაც პროგნოზირებენ, რომ თუკი კრიპტოვალუტამ შემცირება განაგრძო მაშინ მოსალოდნელია, რომ რიპლის კურსი 0.31 დოლარის დონეზე უფრო დაბლა ჩავიდეს.

ფასის ძლიერი მერყეობიდან გამომდინარე, ანალიტიკოსები ტრეიდერებს რიპლიზე ვაჭრობას არ ურჩევენ.

ბიტკოინ Cash-ი

ბიტკოინ Cash-ის კურსი 500 დოლარის ნიშნულს ასცდა.

ანალიტიკოსები კრიპტოვალუტის ფასის ზრდას პროგნოზირებენ, თუმცა იმასაც ამბობენ, რომ კურსის კლების შემთხვევაში, ფასი 500-დან 473 დოლარს შორის იმოძრავებს.

ექსპერტები ტრეიდერებს ურჩევენ კრიპტოვალუტის ხანგრძლივ პოზიციებს დაელოდონ და ისე განახორციელონ ვაჭრობა.

ლაიტკოინი

ლაიტკოინის ფასი 65 დოლარს შეადგენს. ზღვარი წარმოადგენს 62 დოლარის ნიშნულს. ზრდის პირველი ნიშანი კი ის იქნება, როდესაც კრიპტოვალუტის კურსი 64 დოლარის დონეზე მაღლა აიწევს.

ამ შემთხვევაში პირველ წინააღმდეგობას ლაიტკოინი შესაძლოა, 74 დოლარზე შეხვდეს.

ექსპერტები ტრეიდერებს ურჩევენ დაელოდონ, როდის მიაღწევს ლაიტკოინის კურსი 74 დოლარს და შემდეგ განახორციელონ ვაჭრობა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი