იაპონიაში კრიპტობირჟა Kraken-ი სახელმწიფოს მხრიდან გაზრდილი ხარჯების გამო იხურება

0
7961

იაპონურმა კრიპტოვალუტის ბირჟა Kraken-მა ქვეყანში თავისი მოღვაწეობა დაასრულა.

Kraken-ი, რომელიც იაპონიაში 2014 წლის ოქტომბრიდან ოპერირებს დახურვის მიზეზად სახელმწიფოს მხრიდან კრიპტობიზნესზე მზარდ ხარჯებს ასახელებს.

CoinMarketCap-ის მონაცემების მიხედვით, ამჟამად, კრიპტობირჟა მე-10 ადგილზეა 24 საათიანი სავაჭრო მოცულობის მიხედვით, ხოლო ჯამში 188 მილიონ დოლარს ვაჭრობს.

ბირჟის მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური განცხადების თანახმად, Kraken-ი 2018 წლის ივნისის ბოლოს დაიხურება. თუმცა, კრიპტობირჟა სხვა ქვეყნიდან კრიპტობიზნესში დაბრუნებას არ გამორიცხავს.

“იაპონიის მაცხოვრებლებისთვის შეჩერებული სერვისები საშუალებას მოგვცემს, უკეთ გავაუმჯობესოთ ჩვენი რესურსები სხვა გეოგრაფიულ არეალში. ეს არის ლოკალიზებული სერვისის შეჩერება, რომელიც მხოლოდ იაპონიის მაცხოვრებლებზე მოახდენს გავლენას”,- აღნიშნულია Kraken-ის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ იაპონიის ფინანსური მომსახურების სააგენტოს ქვეყნის მასშტაბით კრიპტობირჟების შემოწმება უკვე დაწყებული აქვს. შემოწმების შედეგად, დროებით 8 ბირჟას შეუჩერდა მუშაობის უფლება.

ამასთანავე, ორმა კრიპტობირჟამ Mr. Exchange-მა და Tokyo GateWay-მ საქმიანობის დასრულება გადაწყვიტა. დახურვის მიზეზი კრიპტობირჟების ხელმძღვანელობისთვის იაპონიის მარეგულირებლის მიერ შემოღებული ლიცენზიის სისტემა გახდა.

CoinMarketCap-ის მონაცემებით, რაიტინგით ნომერ პირველმა ბირჟამ Binance-მა იაპონიის მარეგულირებლის გაფრთიხლების მიღების შემდეგ ოფისის გახსნა მალტაზე გადაწყვიტა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი