იაპონიის ფინანსური სერვისების სააგენტოში რეგისტრირებული 31 კრიპტოვალუტის ბირჟიდან არცერთი არ სთავაზობს მომხმარებელს სტაბილკოინებით ვაჭრობას.
იაპონური მარეგულირებლები განიხილავენ კრიპტოვალუტის ზოგიერთ შეზღუდვას, რომელიც დაკავშირებულია სტაბილკოინების გამოყენებასთან.
იაპონიის ფინანსური სერვისების სააგენტო (FSA) გააუქმებს 2023 წელს უცხოეთში გამოშვებული სტაბილკოინების შიდა განაწილების აკრძალვას.
ამის შესახებ ინფორმაციას Nikkei ავრცელებს.
იაპონიაში ახალი stablecoin-ის რეგულაციები საშუალებას მისცემს ადგილობრივ ბირჟებს განახორციელონ ვაჭრობა დეპოზიტებით აქტივების შენარჩუნებისა და ფულადი გზავნილების ზედა ლიმიტის პირობებში.
„თუ სტაბილკოინების გამოყენებით გადახდა გავრცელდება, მაშინ საერთაშორისო ფულადი გზავნილები შეიძლება უფრო სწრაფი და იაფი გახდეს“, – ნათქვამია მოხსენებაში.
იაპონიაში სტაბილკოინის დაშვება ასევე მოითხოვს მეტ რეგულაციას, რომელიც დაკავშირებულია ფულის გათეთრების საწინააღმდეგო კონტროლთან.
შეგახსენებთ, რომ იაპონიის პარლამენტმა მიიღო კანონპროექტი არასაბანკო ინსტიტუტების მიერ სტაბილკოინის გამოშვების აკრძალვის შესახებ 2022 წლის ივნისში.