სამხრეთ კორეის პროვინცია საკუთარი ციფრული ვალუტის შემოღებას ითხოვს

0
2108

სამხრეთ კორეის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე პროვინცია გეგმავს საკუთარი კრიპტოვალუტის გამოშვებას. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება 9 ქალაქს ციფრული ვალუტით ტრადიციული ვალუტის შეცვლა სურს.

მონეტები შეიძლება გამოყენებულ იქნეს პროვინციებში გადასახადების გადასახდელად და სავაჭრო ობიექტებში სხვადასხვა სერვისის მისაღებად. პროვინცია გენგბუკში ადგილობრივი ვალუტა მოქმდებს და იქაურ მაცხოვრებლებს სწორედ ამ ვალუტის ჩანაცვლება სურთ კრიპტოვალუტით.

ახალი ციფრული ვალუტის სახელწოდება კრიპტოპოჰანგი იქნება.

“10 ბანკი, მობილური კავშირგაბმულობის კომპანიები, უნივერსიტეტის კვლევითი ჯგუფი და მთავრობის წარმომადგენლები გენგბუკში პირველად შეიკრიბებიან და იმსჯელებენ ადგილობრივი ციფრული ვალუტის გამოცემის საკითხზე”,- განაცხადა პროვინციის სამეცნიერო-ტექნიკური პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა იონგენგ ლიბომ.

შეგახსენებთ, რომ პროვინციებში კრიპტოვალუტით სერვისების გადახდას მხოლოდ სამხრეთ კორეაში არ მიესელმებიან. უკრაინაში, სოფელ ელიზავეტოვკას ყველა მაცხოვრებელი კრიპტოვალუტის მფლობელია. იდეს, რომ სოფელის მაცხოვრებელებს კრიპტოვალუტა ჰქონოდათ მხარი სოფლის გამგებელმა დაუჭირა. ისეთი კრიპტოვალუტებით, როგორიცაა ბიტკოინი და ეთერიუმი სოფელში შესაძლებელია კვერცხის, ძმრის, ხორცისა და რძის ყიდვა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი