თურქული კრიპტოვალუტის ბირჟა COPA-ს შეუერთდა

0
960

თურქეთის მთავარი კრიპტო ბირჟა BtcTurk კრიპტოპატენტების ალიანსს (COPA) შეუერთდა, რათა გაერთიანდეს ცნობილ კომპანიაბთან თავიანთი მისიის უზრუნველსაყოფად.

COPA მიზნად ისახავს გააუქმოს პატენტები, რადგან ის აღიქმება, როგორც დაბრკოლება სექტორში ინოვაციებისთვის. არაკომერციული ორგანიზაცია ხელს უწყობს უფრო კომუნალურ მიდგომას, როდესაც საქმე ინტელექტუალურ საკუთრებას ეხება.

მისი წევრები არიან ცნობილი კრიპტო კომპანიები ისეთები, როგორებიცაა: Coinbase-ი, Block-ი და Aquarius-ი.

კომპანიებმა პირობა დადეს, რომ შეინარჩუნებენ საჯარო პატენტს კრიპტო და Blockchain ტექნოლოგიაზე, რათა ისინი საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი დარჩეს.

BtcTurk-ის აღმასრულებელი დირექტორის Özgür Güneri-ის თქმით, კრიპტო ეკოსისტემის გაუმჯობესების მიზნით, კომპანიამ გადაწყვიტა გაწევრიანებულიყო COPA-ში და დაედონატებინა გარკვეული თანხები არაკომერციულ ორგანიზაციაში მისი მუშაობის დასახმარებლად.

Özgür Güneri-მ განმარტა, რომ არაკომერციული ორგანიზაცია მნიშვნელოვან როლს ასრულებს კრიპტოვალუტაში არსებული ტექნოლოგიების დაცვაში.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი