იაპონია ციფრული იენის შექმნას კვლავ განიხილავს

0
1117

იაპონია სულ უფრო და უფრო სერიოზულად ეკიდება ციფრული იენის გამოშვების საკითხს.

ადგილობრივი ფინანსური წარმომადგენლის თქმით, იაპონიამ უნდა შეიმუშავოს კანონპროექტი ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის გამოსაცემად.

ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ფინანსური საკითხების საბჭოს ხელმძღვანელი და ფინანსთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი, კოზო იამამოტო მიიჩნევს, რომ იაპონიამ უნდა გადახედოს კანონს, რომელიც განსაზღვრავს იაპონიის ბანკის მანდატს და პასუხისმგებლობას ციფრული ვალუტის განვითარებასთან დაკავშირებით.

Reuters–ის ინფორმაციის თანახმად, იამამოტომ აღნიშნა, რომ კანონში შესაძლო ცვლილებები კარგი შესაძლებლობა იქნება სხვა ცვლილებების განსახორციელებლად, როგორიცაა მაგალითად, ცენტრალური ბანკის მანდატში სამუშაო ადგილების შექმნის დამატება.

ოფიციალურმა პირმა ასევე აღნიშნა, რომ ცენტრალურ ბანკთან დაკავშირებულ კანონში უნდა შედიოდეს ინფლაციის დონის დებულებები.

აშშ–ს ფედერალური სარეზერვო სისტემის მსგავსად, ცენტრალურმა ბანკმა უნდა დაადგინოს სამუშაო ადგილების შექმნა.

შეგახსენებთ რომ, ჯერ კიდევ ივლისის დასაწყისში იაპონიის ბანკმა განაცხადა, რომ ციფრული ვალუტის ტესტირებას დაიწყებდა იმისთვის, რომ ვალუტის ტექნიკური გამართულობა შეემოწმებინა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი