ზიმბაბვე ციფრული ვალუტის სექტორის რეგულაციას განიხილავს

0
1524

ზიმბაბვეს სარეზერვო ბანკი ციფრული ვალუტის კომპანიებისთვის მარეგულირებელ წესებს ამზადებს.

ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა Chronicle-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ზიმბაბვეს ფინანსური ბაზრებისა და ეროვნული საგადახდო სისტემების დირექტორის მოადგილემ, ჯოსეფ მატეფმა განაცხადა, რომ ბანკი მარეგულირებელ სისტემაზე მუშაობს.

ამ ეტაპზე როგორც ცნობილია კრიპტოვალუტის ბიზნესით დაკავებული უკლებლივ ყველა კომპანია ვალდებული იქნება წესებს დაემორჩილოს. დირექტორის მოადგილემ ასევე ისაუბრა, რომ საჭირო იქნება ბიზნეს საქმიანობის დაწყებისთვის ლიცენზიის მიღება.

ბოლო ინფორმაციით, ზიმბაბვეს ფინანსთა მინისტრი კრიპტოვალუტის ინდუსტრიის მიმართ დადებითად იყო განწყობილი.

“ზიმბაბვემ ინვესტიციები გააზრებულად უნდა განახორციელოს. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ხშირად ადგილობრივი ბანკები კრიპტოვალუტაში ინვესტიციების განხორციელებისგან თავს იკავებენ”,- წერდა ადგილობრივი გამოცემა.

ამ ეტაპზე ზიმბაბვე პოლიტიკური სირთულეების შემდეგ კვლავაც ცდილობს ეკონომიკის დასტაბილურებას.

შეგახსენებთ, რომ ზიმბაბვეს ცენტრალური ბანკის დირექტორი Blockchain ტექნოლოგიით უფრო მეტად იყო დაინტერესებული ვიდრე კრიპტოვალუტით.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი