დიდი ალბათობით რუსეთი კრიპტოვალუტას აკრძალავს

0
1278

ამ დრომდე გაურკვეველია რუსეთის მთავრობის დამოკიდებულება კრიპტო ინდუსტრიის სფეროსთან დაკავშირებით.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო ამზადებს კანონპროექტს „ციფრული ფინანსური აქტივების შესახებ“, რომელიც კრიპტოვალუტების გაცემასა და მიმოქცევას კრძალავს.

ამ საკითხის შესახებ რუსეთის ცენტრალური ბანკის იურიდიული განყოფილების ხელმძღვანელი, ალექსი გუზნოვი მედიასთან ღიად საუბრობს.

მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველი კანონპროექტი “ციფრული ფინანსური აქტივების შესახებ” ითვალისწინებდა, რუსეთში კრიპტოვალუტით ვაჭრობის დაიშვებას, შესწორებული დოკუმენტი აშკარად კრძალავს თითქმის ყველაფერს.

ალექსი გუზნოვი აცხადებს, რომ მოქმედი კანონი პირდაპირ არ კრძალავს კრიპტოვალუტის გაცემასა და მიმოქცევას.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის პირველ დეკემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთი კრიპტოვალუტის აკრძალვას გეგმავდა.

რუსული მედიის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ციფრული ვალუტის ინდუსტრია მხარდაჭერილი აღარ იყო არც ცენტრალური ბანკისგან და არც ფინანასთა სამინისტროს მხრიდან.

რუსეთის იუსტიციის მინისტრმა ალექსანდერ კონოვალოვმა აღნიშნა, რომ ციფრული ვალუტის სტატუსი ჯერ არ იყო განსაზღვრული. თუმცა ისიც დაამატა, რომ კრიპტოვალუტის გადახდის მეთოდად გამოყენება რუსეთის კონსტიტუციის მიხედვით აკრძალული იყო.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი