ვიეტნამში მაინინგის ტექნიკის იმპორტი დროებით აიკრძალა

0
1862

ვიეტნამის ფინანსთა სამინისტრომ მაინინგის ტექნიკის იმპორტი დროებით აკრძალა.

ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი საინფორმაციო გამოშვება VN Express-ი ავრცელებს.

ფინანსთა სამინისტრომ განაცხადა, რომ კრიპტოვალუტის მაინინგის ტექნიკის გამოყენებით შესაძლებელი ხდება ახალი ციფრული ვალუტის გამოშვება, რაც არის ძალიან რთულად რეგულირებადი.

VN Express-ი იტყობინება, რომ ბოლო ოთხი თვის განმავლობაში მხოლოდ მაინინგისთვის 6.300 სხვადასხვა ტიპის აღჭურვილობაა იმპორტირებული.

2017 წლის ბოლოს კრიპტოვალუტა, როგორც გადახდის ფორმა ვიეტნამში არალეგალურად გამოცხადდა.

შეგახსნებთ, რომ 2018 წლიდან ვიეტნამის მთავრობას საკმაოდ მკაცრი პოზიცია უჭირავს კრიპტოვალუტებთან მიმართებაში. აპრილიში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქვეყანაში 660 მილიონი დოლარის პირველადი მონეტარული შეთავაზების (ICO-ს) თაღლითური ოპერაციები განხორციელდა.

ამასთან დაკავშირებით, აპრილის შუა რიცხვებში პრემიერ-მინისტრმა ენგიენ ქსუან ფუკმა ვიეტნამის მთავრობასა და ფინანსურ ორგანოებს მოუწოდა ბიტკოინსა და სხვა კრიპტოვალუტებთან დაკავშირებული საქმიანობის სწორი მიმართულებით მართვისკენ.

პრემიერ-მინისტრმა სახელმწიფო უწყებებს ასევე განუცხადა, რომ კრიპტოვალუტის საინვესტიციო სივრცე მაინინგის მხრივ, არცთუ მარტივი გზით ვითარდებოდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი