მაიკ ნოვოგრაცი: 14.000 დოლარზე ბიტკოინის გაყიდვას არ ვაპირებ

0
1582

Galaxy Digital-ის დამფუძნებელი მაიკ ნოვოგრაცი აცხადებს, რომ ფასის მომატებამდე ბიტკოინს ჯერ კიდევ დიდი გზა აქვს გასავლელი.

ამ საკითხთან დაკავშირებით მაიკ ნოვოგრაციმ კომენტარი Bloomberg TV-სთან გააკეთა. ანალიტიკოსის განცხადებით, ბიტკოინის ფასი 11.000-დან 14.000 დოლარამდე იმოძრავებს. ამ ზღვრის დაძლევის შემდეგ კი ახალი ზრდის ტენდენცია დაიწყება.

“მე არ ვფიქრობ, რომ ბიტკოინი 14.000 დოლარზე უნდა გავყიდო. მიმაჩნია, რომ ფასი 20.000 დოლარამდე მოიმატებს. ამ ფასს მე წლის მეორე ნახევარში ველოდები”,- აღნიშნა მაიკ ნოვოგრაციმ.

ჯერ კიდევ მაისის დასაწყისში მაიკ ნოვოგრაციმ განაცხადა, რომ ბიტკოინის ფასი 18 თვის განმავლობაში ახალ ისტორიულ მაქსიმუმზე დაფიქსირდებოდა. Galaxy Digital-ის დამფუძნებლის აზრით, ახალი ისტორიული მაქსიმუმი 20.000 დოლარს უნდა ასცდეს.

უფრო ადრე კი, 2018 წლის დასაწყისში მაიკ ნოვოგრაციმ აღნიშნა, რომ 2019 წელს კრიპტოვალუტის ფასი შეიცვლებოდა. Financial Times-სთან ინტერვიუში მან განაცხადა, რომ მომავალი წლის პირველ კვარტალში საფინანსო ინსტიტუტები კრიპტოვალუტაში ფულადი სახსრების ინვესტირებას მოახდენენ და სწორედ ეს ფაქტი გამოიწვევდა ფასის ზრდას.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი