ვიეტნამი კრიპტოვალუტის კვლევის ჯგუფს ქმნის

0
1597

ვიეტნამის ფინანსთა სამინისტრომ კვლევითი ჯგუფი შექმნა. ჯგუფის მიზანია ციფრულ ვალუტასთან დაკავშირებული პოლიტიკის შემუშავება და ზოგადად კრიპტოვალუტის შესწავლა.

ჯგუფი პასუხისმეგებლი იქნება კრიპტოვალუტების და ციფრულ აქტივებთან დაკავშირებული პოლიტიკის განსაზღვრაზე. ამ ეტაპზე, როგორც ცნობლია, კვლევითი ჯგუფი 9 წევრისგან შედგება, რომელსაც ფასიანი ქაღალდების სახელმწიფო კომისიის ვიცე-თავმჯდომარე, ფამ ჰონგ სონი უხელმძღვანელებს.

დამატებით წევრებში შედიან საგადასახადო დეპარტამენტის სხვა წარმომადგენლები: ქვეყნის ფასიანი ქაღალდების მარეგულირებელი, ვიეტნამის საბაჟოს გენერალური განყოფილება და ვიეტნამის სახელმწიფო ბანკის ფინანსური ინსტიტუტი.

სამეცნიერო ჯგუფი ქვეყანას ასევე დაეხმარება Blockchain ტექნოლოგიის სექტორში პოზიცია შეინარჩუნოს და ვიეტნამის მარეგულირებელ გამოწვევებს უპასუხოს.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლიდან ვიეტნამის მთავრობას კრიპტოვალუტის საკითხთან დაკავშირებით საკმაოდ მკაცრი პოზიცია აქვს. ოფიციალურად, 2017 წელს ციფრული ვალუტის გამოყენება გადახდის ალტერნატიულ საშუალებად მთავრობამ უკანონოდ სცნო.

2018 წლის ივლისში კი ვიეტნამის ცენტრალურმა ბანკმა განაცხადა, რომ კრიპტოვალუტის მაინინგისთვის საჭირო ტექნიკის იმპორტი შეაჩერა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი