ევროპის ცენტრალური ბანკი ციფრული ვალუტის გამოშვებაში ტექნოლოგიურ პრობლემებს ნაკლებად ხედავს

0
1475

ევროპის ცენტრალური ბანკის აღმასრულებელი საბჭოს წევრი, ივის მერში მიიჩნევს, რომ ბანკის მიერ გამოსაშვები ციფრულ ვალუტის მთავარ წინააღმდეგობას ფინანსური სექტორის ორაზროვანი დამოკიდებულება წარმოადგენს. აქ საქმე ტექნოლოგიურ პრობლემებს ნაკლებად ეხება.

რიგი ქვეყნები, როგორიცაა ჩინეთი და შვედეთი, ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტით უკვე ექსპერინტებს ატარებენ. ამ ახალი ტიპის ფულის გამოშვება უამრავ ასპექტს მოიცავს, მათ შორის ტექნოლოგიის წინსვლასა და სპეციფიკურ რეგულირებას.

ცენტრალური ბანკის მიერ გამოსაშვები ციფრული ვალუტა სხვადასხვა დისკუსიის დროს კვლავ განხილვის საგანია. ერთ-ერთ ბოლო შეხვედრაზე ევროპის ცენტრალური ბანკის აღმასრულებელი საბჭოს წევრმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ცენტრალური ბანკი კვლავაც არის ჩართული ციფრული ვალუტის გამოშვების საკითხში და მჭიდროდ თანამშრომლობს გლობალური ცენტრალური ბანკის საზოგადოებასთან.

ერთი კვირის წინ ევროპის ცენტრალურმა ბანკმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ ბანკების მიერ გამოსაშვები ციფრული ვალუტა მარეგულირებელ სისტემას მოითხოვდა.

”გლობალური ციფრული ვალუტების პოტენციური სარგებლის მოსაპოვებლად, საჭიროა მძლავრი მარეგულირებელი სისტემის შექმნა, რათა მოხდეს რისკების შემცირება”,-აღნიშნული იყო ევროპის ცენტრალური ბანკის განცხადებაში.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი