BitMEX–ის აღმასრულებელი დირექტორი ბიტკოინის ფასის ზრდას ელოდება

0
1304

BitMEX–ის აღმასრულებელი დირექტორი ელოდება, რომ პოლ ტიუდორ ჯონსი კრიპტო ბაზარზე მეტ ინვესტორს მოიზიდავს. საქმე, რა თქმა უნდა, ბიტკოინში ინვესტიციას ეხება.

გუშინ კრიპტო ბაზრებზე მასიური აღფრთოვანება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ ბიტკოინი პოლ ტიუდორ ჯონსის პორტფელის ნაწილია.

მოვაჭრეები და ინდუსტრიის ისეთი მოთამაშეები, როგორიცაა BitMEX-ის გენერალური დირექტორი მოელის, რომ ეს ფაქტი ციფრული ვალუტის ბაზარზე დადებითად აისახება.

რამდენიმე დღის წინ მედიით გავრცელდა პოლ ტიუდორ ჯონსის კომენტარი.

დასავლური მედია აქტიურად წერს, რომ კორონავირუსული პანდემიის ფონზე მთელ მსოფლიოში ეკონომიკური კრიზისი შეიქმნა. ამიტომ ინფლაციის რისკებისგან თავის დასაცავად, ზოგიერთი მილიარდერი ინვესტორი ბიტკოინს ყიდულობს.

“თუკი მომიწევს პროგნოზის გაკეთება უპირატესობას, რა თქმა უნდა, ბიტკოინს მივანიჭებ”,- განაცხადა პოლ ტიუდორ ჯონსმა.

ამასთანავე, შეგახსენებთ, რომ აპრილის ბოლოს კრიპტოვალუტის ბირჟა BitMex-მა იაპონიაში მარეგულირებელის მოთხოვნების შეუსრულებლობის გამო მუშაობა შეწყვიტა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი