ესტონეთის კრიპტო ბიზნესის 2/3 ლიცენზიას კარგავს.
საინფორმაციო გამოშვების Postimees-ის ცნობით, ესტონეთის ფინანსური დაზვერვის განყოფილებამ ციფრული ვალუტის კომპანიების დაახლოებით 70%-ს, რომლებიც ამ ქვეყანაში მოქმედებენ ლიცენზიები გაუუქმა.
ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების პრევენციის კომიტეტის წარმომადგენელმა, ვეიკო ტალიმ განაცხადა, რომ კრიპტო სექტორის დანარჩენ კომპანიებსაც პოტენციური რისკების გათვალისწინებით მეტი ყურადღება სჭირდებათ.
”ჩვენ უნდა დავაკვირდეთ ახალი ტექნოლოგიების განვითარებას და თან ფულის გათეთრების რისკები გავაკონტროლოთ”,-აღნიშნა ვეიკო ტალიმ.
ესტონური მედია აღნიშნავს, რომ ლიზენციის ჩამორთმების შემდეგ ქვეყანას 400 ლიდერი კრიპტო კომპანია ჰყავს. ფინანსური მაკონტროლებელი ორგანიზაციის ცნობით, გასულ წელს ქვეყანაში 900 ასეთი კომპანია მუშაობდა.
შეგახსენებთ რომ, 2020 წლის ივნისში ფინანსური დაზვერვის განყოფილებამ 500 კრიპტო კომპანიას ლიცენზია გააუქმა. ეს ფაქტი გამოწვეული იყო ესტონეთში 220 მილიარდი დოლარის ფულის გათეთრების სკანდალის საპასუხოდ.
იმ დროს, ფინანსური დაზვერვის განყოფილების ხელმძღვანელმა, მადის რეიმანდმა ფინანსური მაკონტროლებელი ორგანიზაციის ქმედებებს უწოდა პირველი გადადგმული ნაბიჯი, რომელიც ბაზრის დალაგებისკენ იყო მიმართული.