ესპანეთის ფინანსთა სამინისტრომ კრიპტოვალუტაზე მონიტორინგის ახალი გეგმა შეიმუშავა

0
2050

ესპანეთის ფინანსთა სამინისტრო 15.000 გადასახადის გადამხდელს ზედამხედველობას გაუწევს.

ამის შესახებ ესპანური გამოცემა El País იტყობინება.

უნდა აღინიშნოს, რომ მათ გასულ წელს კრიპტოვალუტით ტრანზაქციები განახორციელეს. თუმცა თავისთავად ეს ფაქტი დანაშაულს არ წარმოადგენს.

ესპანეთის საგადასახადო სააგენტომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მონიტორინგს გაუწევს იმ ახალი ტექნოლოგიების გამოყენების სიხშირეს, როგორიცაა Blockchain-ი და კრიპტოვალუტა. მეთვალყურეობის მიზანი საგადასახადო თაღლითობის ოპერაციების თავიდან აცილებაა.

ამასთანავე, საგადასახადო ორგანოს ეროვნული თაღლითობის საგამოძიებო ოფისმა ესპანეთში მოქმედი რამდენიმე ათეული კომპანია დაასახელა, რომელსაც შემდგომში მონიტორინგს გაუწევს. დასახელებულ კომპანიებს შორის მოხვდა რამდენიმე ბანკიც.

“კრიპტოვალუტის გამოყენება, როგორც გადახდის საშუალება, დღეს არის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხი. ეს შეიძლება საფრთხის შემცველიც იყოს ამიტომ ამის დასაძლევად უნდა გაუმჯობესდეს საგადასახადო ორგანოს მიერ ინფორმაციის შეგროვებისა და ანალიზის ტექნოლოგიები”,-ნათქვამია სტატიაში.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ესპანეთის მთავრობა კრიპტოვალუტასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე მუშაობდა.

კანონპოექტში წერია, რომ საგადასახადო მიზნებისთვის მთავრობას სურს მფლობელების იდენტიფიცირება და ციფრული ვალუტის დაბეგვრის შედეგად გადასახადების მიღება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი