Grayscale: 2020 წელი ეთერიუმისთვის მომგებიანი აღმოჩნდა

0
1220

“ბლუმბერგთან” ინტერვიუში, Grayscale-ის გენერალურმა დირექტორმა, მაიკლ სონენშეინმა განაცხადა, რომ 2020 წელს ეთერიუმის ფასის მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა. ეს კი ინსტიტუციონალური ინვესტორების მხრიდან მზარდი ინტერესით იყო გამოწვეული.

ოქტომბერში ჩატარებული Grayscale–ის კვლევის თანახმად, ინსტიტუციონალური ინვესტორები ციფრულ ვალუტაში მსხვილ კაპიტალს ფლობდნენ.

”2020 წლის განმავლობაში, ჩვენ, ვხედავთ ინვესტორთა ახალ ჯგუფს, რომლებიც ეთერიუმის მიმართ მზარდ ინტერესს გამოხატავენ”,-აღნიშნა კომპანიის გენერალურმა დირექტორმა.

მიუხედავად იმისა, რომ Grayscale-ის Bitcoin Trust-ი პოპულარობას ინარჩუნებს ასევე, Ethereum Trust–ში შეინიშნებოდა წმინდა შემოდინების მკვეთრი ზრდა.

მესამე კვარტალში, Grayscale Ethereum Trust– ში ყოველკვირეული შემოდინება საშუალოდ 15,6 მილიონი დოლარი იყო. უფრო მეტი ინვესტიცია განხორციელდა Bitcoin Trust– ში, რაც კვირაში საშუალოდ 55,3 მილიონ დოლარს შეადგენდა.

ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ Grayscale-ი კვლავ რჩება ბიტკოინის უდიდეს მოთამაშედ, რომლის კონტროლის ქვეშ 449,596 ბიტკოინია. კრიპტოვალუტების საერთო ღირებულება კი 5,14 მილიარდ დოლარს შეადგენს.

შეგახსენებთ რომ, 18 დეკემბერს ეთერიუმის ფასი 662 დოლარის ფარგლებში მოძრაობდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი