სამხრეთ კორეული კრიპტოვალუტის ბირჟები მარეგულირებლის წარმომადგენლებს შეხვდნენ

0
1208

სამხრეთ კორეაში ციფრული ვალუტის ბირჟებს შესაძლებლობა მიეცათ საკუთარი პრეტენზიები მთავრობასთან გამოეხატათ. აღნიშნულთან დაკავშირებით ფინანსურ მარეგულირებელთან შეხვედრა შედგა.

სამხრეთ კორეის საინფორმაციო გამოშვების D.Street-ის ანგარიშის თანახმად, ფინანსური მომსახურების კომისიამ დახურულ შეხვედრაზე 20 კრიპტოვალუტის ბირჟა მოიწვია. D.Street–ის ციტირებულ წყაროებში ნათქვამია, რომ დახურული სესია შედგა ფინანსური დაზვერვის განყოფილების და ციფრული ვალუტის ბირჟების წარმომადგენლებს შორის.

ამის შემდეგ მარეგულირებელმა გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ მარეგულირებელი კრიპტოვალუტის ბაზარზე კონტროლის გაძლიერებას უკანონო ქმედებებთან ბრძოლის მიზნით აპირებს.

გეგმის ფარგლებში, კრიპტოვალუტის ბირჟებს მიეცემათ ექვსთვიანი საშეღავათო პერიოდი დარეგისტრირებისთვის. რეგისტრაციის ეს პროცესი მოიცავს ინფორმაციის უსაფრთხოების მენეჯმენტის სისტემის სერთიფიკატების მოპოვებასა და ნამდვილი სახელით სავაჭრო ანგარიშების გახსნას.

20-დან მხოლოდ ”დიდმა ოთხეულმა” – Bithumb-მა, Upbit-მა, Korbit-მა და Coinone-მა უზრუნველყო სავაჭრო ანგარიშების რეალური სახელების შემოწმება.

შეგახსენებთ, რომ აპრილის ბოლოს სამხრეთ კორეის მთავარმა ფინანსურმა მარეგულირებელმა კრიპტო გამოძიების სპეციალური ჯგუფები შექმნა.

ქვეყნის რამდენიმე ფინანსური ორგანო არალეგალურ კრიპტო ოპერაციებთან გამკლავების მიზნით გაერთიანდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი