დუბაის ეროვნული ბანკი საბანკო სექტორში Blockchain-ის დანერგვას გეგმავს

0
3227

დუბაის ეროვნული ბანკი რეგიონში პირველი ბანკი გახდა, რომელმაც Blockchain ტექნოლოგია თაღლითური სქემების თავიდან ასაცილებლად წარმატებით გამოიყენა.

სისტემა მუშაობს შემოწმების უნიკალურ სწრაფი რეაგირების კოდით. Blockchain-ის ჩანაწერების. ე.წ. შემოწმების ქსელი მიზნად ისახავს შემოწმების პროცესში მონაცემების უტყუარობის დადგენას.

ეროვნული ბანკის ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ საპილოტე პროგრამისთვის ბანკმა რეგისტრაციაში გაატარა ერთი მილიონი მონაცემი. წარმატებული გამოცდის შემდეგ, დუბაის ეროვნული ბანკი ეძებს შესაძლებლობებს Blockchain-ზე დაფუძნებული საბანკო ტექნოლოგია ქვეყნის სხვა ფინანსური ინსტიტუტებში დანერგოს.

ბანკის მმართველი ჯგუფის ხელმძღვანელმა აბდულა ქესემმა აღნიშნა ინოვაციური ტექნოლოგიის მნიშვნელობა და ხაზი გაუსვა, რომ დუბაის ეროვნული ბანკი პირველი ბანკია, რომელმაც რეგიონს ასეთი სერვისი შესთავაზა.

არაბეთის გაერთიანებულ საამიროებთან ერთად დუბაის მთავრობა Blockchain ტექნოლოგიას ძალიან პოზიტიურად შეხვდა.

გასულ კვირას, ვიცე-პრეზიდენტმა, არაბთა გაერთიანებული საამიროების პრემიერ-მინისტრმა და დუბაის მმართველმა დაიწყეს პროექტი “UAE Blockchain Strategy 2021”, რომელიც მიზნად ისახავს მსოფლიო ტექნოლოგიების სფეროში ქვეყნის ლიდერობას.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი