Crypterium-მა მარეგულირებელთან რეგისტრაცია გაიარა

0
960

ბრიტანული კრიპტოვალუტის სერვისების პროვაიდერი, Crypterium-ი უახლესი კრიპტო კომპანიაა, რომელიც უზრუნველყოფს რეგისტრაციას გაერთიანებული სამეფოს ფინანსური ქცევის ორგანოს თანხმობით.

Crypterium-მა ოფიციალურად განაცხადა, რომ სულ ცოტა ხნის წინ ოფიციალური რეგისტრაცია გაიარა.

მარეგულირებლის ოფიციალურ ვებსაიტზე განთავსებული მონაცემების მიხედვით, Crypterium-ი დარეგისტრირებულია კრიპტო საქმიანობის გასაწევად ფულის გათეთრების წინააღმდეგ რეგულაციების სრული დაცვით.

რეგისტრაციამ ოფიციალურად მისცა Crypterium-ს უფლება, გააგრძელოს თავისი კრიპტო საფულის სერვისების, მათ შორის კრიპტო ვაჭრობისა და გადახდის სერვისების მიწოდება გაერთიანებულ სამეფოში.

რეგისტრაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია Brexit-ის მოახლოებული ღონისძიებების ფონზე, რაც საშუალებას აძლევს Crypterium-ს უზრუნველყოს იმავე დონის ფუნქციონირება გაერთიანებული სამეფოს ბიზნესებისთვის, როგორც სხვა მხარდაჭერილ ქვეყნებში.

განცხადების თანახმად, Crypterium-ის კრიპტო საფულის აპლიკაცია ხელმისაწვდომია 170-ზე მეტ ქვეყანაში. აპლიკაციის შექმნის დღიდან კი კომპანიას 400.000-ზე მეტი კლიენტი ჰყავს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი