უზბეკეთის მთავრობა მაინერებისთვის ელექტროენერგიის საფასურს გაზრდის

0
1207

უზბეკეთის რესპუბლიკის მთავრობამ კრიპტოვალუტის მაინერებისთვის ელექტროენერგიის ტარიფის 300%-იანი ზრდა ბრძანა.

ოფიციალური განცხადების თანახმად, უზბეკეთის რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტმა მიიღო დადგენილება, რომ კრიპტოვალუტის მაინერებმა ელექტროენერგიის არსებული ტარიფებზე სამჯერ მეტი უნდა გადაიხადონ.

ეს დებულება პრეზიდენტის, შავკატ მირზიოევის 2019 წლის 22 აგვისტოს ბრძანებულებას მოჰყვა. ბრძანების სახელწოდება ასე ჟღერს: “ეკონომიკური სექტორისა და სოციალური სფეროს ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებელი ზომების შესახებ, ენერგიის დაზოგვისთვის ტექნოლოგიების დანერგვა და განახლებადი ენერგიის წყაროების შემუშავება”.

ჯერ კიდევ 2019 წლის თებერვალში ცნობილი გახდა, რომ შემოდგომაზე უზბეკეთი კრიპტოვალუტას რეგულაციას დაუწესებდა.

როგორც ცნობილია, გარკვეული რეგულაცია ასევე შეეხება Blockchain-ის “skill center”-საც, რომელმაც პირველ ივლისს ოფიციალურად დაიწყო საქმიანობა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ქვეყნის პრეზიდენტმა შავკატ მირზიოევიმ მოიწონა გეგმა, რომლის თანახმადაც უნდა დარეგულირდეს Blockchain-ი, ბიტკოინი და სხვა კრიპტოვალუტები.

საკანონმდებლო წინადადება ეკუთვნით სახვადასხვა სამთავრობი სტრუქტურას, სამინისტროსა და ცენტრალურ ბანკს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი