ციფრული ვალუტის ბაზარი შემცირებულია

0
956

ამ თვეში ციფრული ვალუტების ფასები ზრდის ტენდენციას აფიქსირებს. თუმცა 26 ოქტომბერს კრიპტოვალუტის ბაზარი შემცირდა.

დღის განმავლობაში ბიტკოინის კურსი 60.620 დოლარამდე დაეცა. ეს კი იმ ფონზე, როდესაც გუშინ ბიტკოინის ფასი 63.229 დოლარის ფარგლებში მოძრაობდა.

უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში ბიტკოინის კურსი 3.68%-ით არის შემცირებული. ბოლო 7 დღის განმავლობაში კი ფასმა 5.42%-ით დაიკლო.

სამშაბათს ბიტკოინის საბაზრო წილი 44.4%-ს შეადგენდა.

რაც შეეხება კაპიტალიზაციის მაჩვენებლით მეორე უდიდეს კრიპტოვალუტას, ეთერიუმს: ბოლო 24 საათის განმავლობაში ალტკოინის კურსი თითქმის 2%-ით შემცირდა. 26 ოქტომბრის დღის მეორე ნახევარში ეთერიუმის კურსი 4.160 დოლარის ფარგლებში მოძრაობდა.

გუშინ ეთერიუმის ფასის ყველაზე მაღალი ნიშნული 4.289 დოლარზე დაფიქსირდა.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 26 ოქტომბერს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 2 ტრილიონ 575 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი