დიდი ბრიტანეთში კრიპტოვალუტის თაღლითობის საწინააღმდეგო ქსელმა ფუნქციონირება დაიწყო

0
1211

გაერთიანებული სამეფოს იურიდიული ინდუსტრიის კრიპტო ექსპერტებმა განაცხადეს Crypto Fraud and Asset Recovery-ს ქსელის გაშვება. ქსელი მიზნად ისახავს კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული თაღლითური საქმიანობის წინააღმდეგ ბრძოლას.

ჯგუფში შედის პროფესიონალების მრავალფეროვანი სპექტრი, როგორიცაა ადვოკატები, ბუღალტრები, კორპორატიული საქმიანობის ექსპერტები და ა.შ.

CFAAR ქსელის გაშვება თაღლითური საქმიანობის ზრდით არის განპირობებული, რომელიც ძირითადად ჰაკერულ თავდასხმებს მოიცავს.

იურიდიული ექსპერტების ერთიანი მიდგომის წყალობით, CFAAR-ის გუნდი აპირებს ეფექტურად უპასუხოს კრიპტო დანაშაულებსა და თაღლითობის ფაქტებს.

”CFAAR-ი აერთიანებს ადამიანთა ჯგუფს, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულნი კრიპტოვალუტის გამოყენებით თაღლითური საქმიანობის გამოძიებაში, სასამართლო ექსპერტიზისა და ადვოკატირების პროცესში”,- აღნიშნულია ოფიციალურ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ დიდ ბრიტანეთში გახსნილი კრიპტო იურიდიული ჯგუფის დამფუძნებელი წევრები არიან: Asset Reality, Essex Court Chambers-ი, Grant Thornton-ი, Osborne Clarke-ი, Rahman Ravelli, RPC, Stewarts-ი და Twenty Essex-ი.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი