მედია: Coinbase–ის კაპიტალის ბაზრების ხელმძღვანელი კომპანიას ტოვებს

0
985

მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, Coinbase–ის კაპიტალის ბაზრების ხელმძღვანელი კომპანიას ტოვებს.

ბრეტ რედფერნმა, შეერთებული შტატების ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისიის ვაჭრობისა და ბაზრების განყოფილების ყოფილმა დირექტორმა თანამდებობა დატოვა.

Wall Street Journal–ის ანგარიშის თანახმად, ბრედ რედფერნი გადადგა Coinbase–ის კაპიტალის ბაზრების ჯგუფის ხელმძღვანელის თანამადებობიდან ივლისის ბოლოს.

ის Coinbase–ში ხუთ თვეზე ნაკლები დორის განმავლობაში მუშაობდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მისი წასვლა გამოწვეული იყო კრიპტოვალუტის ბირჟის მიერ პრიორიტეტების შეცვლით.

უფრო კონკრეტულად კი მისი წამოსვლის მიზეზი პრიორიტეტების ციფრული ვალუტებიდან ფასიან ქაღალდებზე გადატანა გახდა. Coinbase–ში ყოფნის დროს, ბრედ რედფერნი იყო პასუხისმგებელი კრიპტოვალუტის ბირჟის სტრატეგიასა და კრიპტო კაპიტალის ბაზრებზე.

შეგახსენებთ, რომ, ამჟამად, კომპანია თავისი საქმიანობის გაფართოებას ინდოეთში განაგრძობს. ამ საქმიანობისთვის კი Coinbase-მა Google Pay-ს ყოფილი თანამშრომელი, ინჟინერი, პანკაჯ გუფტა დაიქირავა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი