მალაიზიის კომუნიკაციებისა და მულტიმედიის მინისტრის მოადგილე კრიპტოვალუტის ლეგალიზების მომხრეა

0
753

მალაიზიის კომუნიკაციებისა და მულტიმედიის სამინისტრო (KKMM) მხარს უჭერს კრიპტოვალუტების მიღებას.

მინისტრის მოადგილე, დატუკ ზაჰიდ ზაინულ აბიდინმა კი მთავრობას და მარეგულირებელ ორგანოს, კრიპტოვალუტის და NFT-ის ლეგალიზებისაკენ მოუწოდა.

მან აღნიშნა, რომ ასეთი ზომები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ახალგაზრდებს, რადგან კრიპტოვალუტის ინდუსტრია სწორედ ახალ თაობაშია პოპულარული.

მინისტრის მოადგილემ ასევე განაცხადა, რომ KKMM-ი იკვლევს გზებს, რათა გაზარდოს ახალგაზრდების ჩართულობა კრიპტო ინდუსტრიაში.

აბიდინმა აღნიშნა, რომ კრიპტო რეგულირების შესახებ გადაწყვეტილების მიღება ფინანსურ მარეგულირებლებზე, მათ შორის ცენტრალურ ბანკსა და მალაიზიის ფასიანი ქაღალდების კომისიაზეა დამოკიდებული.

აღსანიშნავია, რომ მარტის დასაწყისში მალაიზიის ფინანსთა მინისტრმა, ტენგუ დატუკ სერი ზაფრულ ტენგკუ აბდულ აზიზმა საზოგადოებას განუცხადა, რომ ციფრული ვალუტით გადახდები ქვეყანაში უკანონო საქმიანობად იყო მიჩნეული.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი