გაერთიანებულმა სამეფომ წარადგინა ორი კანონპროექტი, კრიპტოვალუტის ჩამორთმევისა და მხარდაჭერის შესახებ, რომელიც პრინც ჩარლზის შენიშვნების ნაწილის საპასუხოდ გაკეთდა პარლამენტში, სესსის გახსნაზე.
გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში, რომელიც გაავრცელა გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის ოფისმა, მთავრობამ განაცხადა, რომ ის კრიპტო რეგულირებას განიხილავს ქვეყანაში ფინანსური მომსახურებისა და ბაზრის კანონპროექტის, ეკონომიკური დანაშაულისა და კორპორატიული გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის შემოღებით.
პირველი მათგანი ქვეყნის ფინანსური სერვისების ინდუსტრიის გაძლიერებას ისახავს მიზნად, რაშიც მათ შორის კრიპტოვალუტების უსაფრთხო მიღების მხარდაჭერასაც მოიაზრებს. ფინანსური მომსახურების შესახებ შემოთავაზებული კანონი გაერთიანებულ სამეფოში ინვესტორების მოზიდვის მიზნით, ბიუროკრატიას ფინანსურ სექტორში შეამცირებს.
გამოცემაში ასევე ნათქვამია, რომ ფინანსური დანაშაულების გამო სოციალური და ეკონომიკური ხარჯები ყოველწლიურად 8,4 მილიარდ ფუნტ სტერლინგად არის შეფასებული.
აღსანიშნავია, რომ პარლამენტის სესიის გახსნას არ ესწრებოდა დედოფალი. ეს კი 1963 წლიდან მოყოლებული პირველად ხდება.