Binance-ი უკრაინელებისთვის კრიპტო ბარათს ქმნის

0
755

გლობალურმა კრიპტოვალუტის ბირჟა Binance-მა კრიპტო ბარათი გამოუშვა, რომელიც უკრაინიდან ლტოლვილებს საშუალებას აძლევს განახორციელონ კრიპტოტრანზაქციები და მიიღონ თანხები Binance Visa Card-ის მეშვეობით.

Binance-მა გამოაცხადა, რომ თანამშრომლობს რამდენიმე სუბიექტთან, მათ შორის ევროპის საბანკო სერვისის პლატფორმა Contis-თან და ისეთ არაკომერციულ ორგანიზაციებთან, როგორებიცაა Rotary-ი და Palianytsia-ი.

რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომით დაზარალებულ ლტოლვილებს ეს ურთიერთანამშრომლობა ეხმარება გააგზავნონ და მიიღონ ფინანსური სახსრები, ასევე აწარმოონ ვაჭრობა ევროზონის ფარგლებში კრიპტოვალუტის გამოყენებით.

კრიპტო ტრანზაქციებზე წვდომის გარდა, ბარათის მიმღებები, რომლებიც მათი ადგილობრივი არაკომერციული ორგანიზაციების მიერ არიან გადამოწმებულები, მიიღებენ ფინანსურ მხარდაჭერას Binance-ისგან Binance USD (BUSD) სახით. ეს მომხმარებლები სამი თვის განმავლობაში, ყოველ თვე მიიღებენ 75 BUSD-ს. ეს არის შემოწირულობის თანხა, რომლის შესახებ რეკომენდაციები გაეროს ლტოლვილთა უმაღლესმა კომისარიატმა (UNHCR) გასცა.

Binance Charity-ის ხელმძღვანელმა ჰელენ ჰაიმ მედიას განუცხადა, რომ აღნიშნული ბარათი კომერციული პროდუქტი არ არის. მისი მთავარი მიზანია შემოწირულობის სახით გაცემული თანხების მიღება და ხარჯვის მაქსიმალურად ფუნქციური გზებით გამოყენება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი